არჩევნები 2018

სარალიძე: ადამიანს, რომელმაც მიღალატა და კომისია დატოვა, მხარს ვერ დავუჭერ

პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. დავდიოდი არჩევნებზე მანამდეც, ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერასდროს ვერ დავუჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა, სადაც შეიძლებოდა მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, რომ გონივრული არჩევანი გააკეთოს და თავად გადაწყვიტონ ვის და როგორ მომავალს უნდა დაუჭირონ მხარი.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხმის მისაცემად იმყოფებოდა. ის რუსთავი 2-თან სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დატოვა.

კომენტარები