არჩევნები 2018

სააკაშვილი: მაღალი აქტივობა ნიშნავს, რომ ხალხი არ ეპუება ზეწოლას და მოსყიდვას

მივდივართ კარგად, აქტივობა იყო მაღალი და ახლა კიდევ რამდენიმე რეგიონში მოიმატა ძალიან მკვეთრად. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ ეპუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველ ბიჭებს, რაღაც პროვოკაციებს... საქართველოს და ქართველ ხალხს უნდა, რომ დაიბრუნოს თავისი ქვეყანა, ის აუცილებლად იქნება გამარჯვებული და აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს

არჩევნების მეორე ტურის აქტივობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ცნობისთვის, 17:00-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 47.3%-ია - ამ დროისთვის ხმა 1 662 453 ამომრჩეველმა მისცა. საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში ამავე დროს აქტივობა 38.16% იყო - 1 337 284 ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ წინა ტურთან შედარებით, 17:00-ზე საკუთარი არჩევანი 325 169-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები