არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მადლიერი ვარ საზოგადოების, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა

ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელ ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა, ჩემი თანამებრძოლები, თანამოაზრეები, თითოეული ჩემი მხარდამჭერი, მთელი საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, ქართული ოცნების, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში და ეს მიზანი ჩემი კი არა, ეს არის, ჩვენი, ყველასი, ერთიანი მიზანი, რომელსაც შევუდგებით ძალიან მალე და მივაღწევთ ამ მიზანს - თანამედროვე, განვითარებული, გაძლიერებული და როგორც უკვე ვთქვი, გაღიმებული საქართველო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატმა ეგზიტპოლების მერე პირველი კომენტარი გააკეთა. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად - 55%.

კომენტარები