ვარშალომიძე: არჩევნები არ ჩატარებულა, ის ქართველ ხალხს წაართვეს

პირველადი ინფორმაციები, რაც მოგვდის, სამწუხაროა, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, არჩევნები არ ჩატარებულა. დღეს არჩევანი ქართველ ერს, ქართველ ხალხს წაართვეს. 

ამის უამრავი ფაქტი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ - კონკრეტულ ბიულეტენებში აქვთ დაწერილი სახელი, გვარი. ასეთი ფაქტი არის უამრავი აჭარაში, სადაც იმის გამო, რომ ისინი არ გათავისუფლდნენ საჯარო სამსახურიდან, იმის გამო, რომ მათ კონკრეტული უფლება წაართვეს, იძულებულები გახდნენ, თავიანთი სახელი და გვარი დაეწერათ ბიულეტენზე. 

მეტსაც გეტყვით, მალე წარმოგიდგენთ ვიდეო მტკიცებულებებს, რამდენი ხმა გაბათილდა აჭარაში. ვიცით, რომ კერძო კომპანიების მოხელეებს აიძულებდნენ, სურათები გადაეღოთ ბიულეტენებისთვის. იმის გამო, რომ გადახაზულია სალომე ზურაბიშვილი და შემოხაზულია ვაშაძე, უამრავი ბიულეტენია გაბათილებული

უამრავი ფაქტი არსებობს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას 

თქვა აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, "ძალა ერთობაშიას" წევრმა, ლევან ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები