არჩევნები 2018

მდინარაძე: სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ მისი ეს მარცხი იყო გარდაუვალი

უკვე რამდენჯერმე შევაფასეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც არ არის ადეკვატური, არც ზოგადად, ბოლო დროს განსაკუთრებით და არც მიმდინარე მოვლენების მიმართ.

გასაგებია, რომ მას უჭირს მარცხთან შეგუება, მაგრამ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ მისი ეს მარცხი იყო გარდაუვალი, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო ადგას განვითარების გზას, ის არის ორიენტირებული მომავალზე და საზოგადოებამაც გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება - საზოგადოების და ხალხის ნებას წინ ვერასდროს ვერაფერი დაუდგება, ვერც მათ შორის სააკაშვილის ის გამონათქვამები, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, რასაც ვსაუბრობდით დღეს მთელი დღის განმავლობაში, მისი მიზანი არ იყო არჩევნებში გამარჯვება, მისი მიზანი იყო მხოლოდ არეულობა და ქაოსის შემოტანა, რასაც საქართველო აღარასდროს დაუშვებს

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ არჩევნების ეს შედეგები მისთვის მიუღებელია. მან მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები