ზურაბიშვილის შეხვედრა პატრიარქთან

ზურაბიშვილი: მთავარი გეგმაა, როგორ დავამშვიდოთ ეს საზოგადოება და გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე

პირველმა პატრიარქმა მომილოცა ამ დილით და მთხოვა მოვსულიყავი, სადაც დინოდიც იყო შეკრებილი და ეს იყო პირველი ნამდვილი ნიშანი იმისი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. მე პირადად პირველად ვიგრძენი თავი როგორ საქართველოს პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რაც არის ჩემი მომავლის ხედვა ზუსტად ემთხვევა. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება ამ ქვეყანაში, როემლიც არ იქნება დაფუძნებული  არც გადატრიალებაზე, არც ძალადობისკენ მოწოდებაზე, არამედ დამშვიდებისკენ. ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, მე საიდანაც მოვდივარ და აირჩია ევროპული მომავალი და ქართული თავისი ღირებულებებით მომავალი. ეს არის ჩემი გეგმა, მთავარი გეგმა როგორ დავამშვიდოთ ეს საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

კომენტარები