არჩევნები 2018

რატიანი: კრიმინალებით და დემოკრატიის დაზიანებით ივანიშვილმა გარკვეული შედეგის დადება შეძლო

უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, კრიმინალების გამოყენება, კორუფცია, ამის ფასად და დემოკრატიის დაზიანების ფასად შეძლო გარკვეული შედეგის დადება ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პირობებში, ამ უპრეცედენტო მოსყიდვის, დაშინების პირობებში, იმ პირობებში, როდესაც დარღვეული იყო კონფიდენციალობის პრინციპი და ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალურად დაუცველი იყო, უბრალოდ ლუკმა-პურის საქმე იყო. მიუხედავად ამისა, ამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს, რომლის მიხედვით 59,52%-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

კომენტარები