არჩევნები 2018

მაღრაძე: არჩევნებში გამოჩნდა, რომ ხალხს უნდა ევოლუციური და არა რევოლუციური ცვლილებები

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს, რაც საქართველოში ნამდვილად არ არის დღეს. არ აღვნიშნავთ ხოლმე, თორემ შინაგანად ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ 6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს. არჩევნებში გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ სტაბილურად, მშვიდობიანად იცხოვრონ. უნდათ ცვლილებები, ოღონდ ევოლუციური და არა რევოლუციური. სწორედ ასეთი ცვლილებების განმახორციელებლად ეგულებათ "ქართული ოცნება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს, რომლის მიხედვით 59,52%-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

კომენტარები