არჩევნები 2018

ელისაშვილი: ზურაბიშვილი გაუგებრობებში გაგვხვევს ყველას და პირველ რიგში ივანიშვილს

ძალიან უხერხული და სამარცხვინოა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი ეყოლება, რომელიც საკუთარ არმიას საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და ადანაშაულებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორ სამარცხვინოდაც იქცეოდა სალომე ზურაბიშვილი, ათჯერ უფრო სამარცხვინო პრეზიდენტი იქნება. ის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ მის დამასკუპებელ ბიძინა ივანიშვილსაც და "ქართულ ოცნებას". ისინი გაცილებით უფრო დიდ თავსატეხს მიიღებენ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით, ვიდრე მარგველაშვილისგან ჰქონდათ. მარგველაშვილი ერთხელ აჯანყდა, მერე კი იყო უწყინარად, სალომე ზურაბიშვილი კი გაუგებრობებში გაგვხვევს ყველას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს

ამბობს "პალიტრანიუსთან" საუბარში საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი

კომენტარები