არჩევნები 2018

სააკაშვილი: მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ

თქვენ ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასეთი ცუდი დასკვნები საქართველოს არჩევნებში არ გაკეთებულა 2003 წელსაც კი. ამ დასკვნებმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა, მათი თანახმად, არჩევნებზე იყო მასობრივი ძალადობა, გაყალბება. ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს. მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ეს ვაღიაროთ, ვინ ვართ, რომ ჩვენი შვილების მომავალზე უარი ვთქვათ. ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სიებით. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს.

მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებ სკაიპის მეშვეობით მიმართა. "ძალა ერთობაშია" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით 2 დეკემბერს აქციას გამართავს.

კომენტარები