არჩევნები 2018

ვოლსკი: ენმ-მ დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც

ან ღირსეულად უნდა აღიარო, რომ დამარცხდი, შეცდომები გააანალიზო, შორს გაიხედო და იფიქრო, რა შეგიძლია, უკეთესი მოუტანო, თუ რამე რესურსი დაგრჩენია საერთოდ, რაშიც ეჭვი მეპარება, ან უნდა გააკეთო განცხადება, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. აი, მეორე გზას გაყვნენ და ვფიქრობ, კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც და არ მგონია, რომ ბევრს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ასეთი უსაფუძვლო განცხადების მიმართ.

გია ვოლსკი ეხმაურება გაერთიანების "ძალა ერთობაშია" გადაწყვეტილებას, 2 დეკემბერს ჩაატაროს აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ქართული ოცნების დეპუტატის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები