არჩევნები 2018

ბოკერია: ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიული მანდატი, მაგრამ ფორმალურად ის იპრეზიდენტებს

რაც შეეხება ზურაბიშვილის არჩევის აღიარება - არაღიარებას: მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, სწორი ფორმულირებაა - ქალბატონ ზურაბიშვილს არ აქვს საზოგადოების დემოკრატიული მანდატი და ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართული საზოგადიების თავისუფლა ნებას. სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, როგორ იყენებენ ნებისმიერ ფრაზას ჩვენი მოწინააღმდეგეები ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ძალიან მძიმე შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, [მაგრამ] ის ფორმალურად იპრეზიდენტებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ყველამ ვიცით. ამიტომ საკუთარი რეალობა არ უნდა შევიქმნათ, რომ ფორმალურად არ ვაღიარებთ.

მას არ აქვს დემოკრატიული მანდატი და ამ არჩევნების საბოლოო შედეგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას - ეს ასეა. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მასთან ურთიერთობა ექნებათ, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან - ეს სამწუხაროა, მაგრამ ფორმულირება, ჩემი აზრით, სჯობს იყოს ის, რაც მოგახსენეთ.

გადაცემა კვირის აქცენტებში ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ეხმაურება განცხადებებს არჩევნების შედეგის არაღიარების შესახებ.

კომენტარები