არჩევნები 2018

თალაკვაძე: სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა არეჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის

მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არეჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. ყველა შეკრება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა მშვიდობიან ვითარებაში, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, თუმცა, კანონი იქნება განუხრელად დაცული.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როცა არჩევნების შემდეგ მან მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპიზციამ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას, 15:00 საათზე მშვიდობიანი მანიფესტაცია დააანონსა.

კომენტარები