არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე რეზიდენციაზე: დიდი უმრავლესობით არჩეულ პრეზიდენტს უნდა მივცეთ უფლება გადაწყვიტოს

პრეზიდენტის რეზიდენცია არ არის ის თემა, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ, ჯერ კიდევ კამპანიის დასაწყისში, ამაზე გააკეთა ძალიან მოკლე და ამომწურავი კომენტარი. მან თქვა, თუ სად აპირებს მუშაობას და სად იქნება პრეზიდენტის ოფისი. მეც ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული ახალი პრეზიდენტი, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა და უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, თუ სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", არჩილ თალაკვაძე საუბრობს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ. ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში თქვა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ დარჩება და მისი ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში იქნება, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები