არჩევნები 2018

მეზვრიშვილი კვირის აქციაზე: შსს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიქცევა, ისე როგორც ყოველთვის იქცეოდა, კანონის ფარგლებში ვგულისხმობ რა თქმა უნდა. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ უფლებებს მანიფესტაციების დროს, ასევე დავიცავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

თუ იქნება კონკრეტული მცდელობები სამართალდარღვევის ჩადენის და დანაშაულის, ბუნებრივია ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს. მათ შორის მოწოდებების გარეშეც ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველა დანაშაულზე ვახდენთ დროულ რეაგირებას.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ძალა ერთობაშია" კვირას აქციას გამართავს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

კომენტარები