არჩევნები 2018

ჯაფარიძე: სანამ ივანიშვილი ახერხებს მტრის ხატად ჰყავდეს მიშა, გამოჰყავს იგივე ამომრჩეველი

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები არის გაზრდილი. გაცილებით მეტი ხმა წავიდა ოპოზიციური კანდიდატისკენ ვიდრე მიდიოდა წინა არჩევნებზე. ასევე აჩვენა ისიც, რომ მანამ სანამ ივანიშვილის ახერხებს, რომ მტრის ხატად ჰყავდეს სააკაშვილი, ანუ სანამ არსებობს სააკაშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ივანიშვილი ახერხებს, რომ მოიყვანოს იგივე რაოდენობის ადამიანები, რამდენიც გამოიყვანა 2012 წელს. რაც უცნაური ამბავია, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც, ჩემი აზრით, ბევრი არაფერი გაუკეთებია, რბილად რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის ფულს ხარჯავდნენ და ჭამდნენ, მოახერხა გამოეყვანა ამომრჩევლის იგივე რაოდენობა, რაც 2012 წელს.

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემაში რეაქცია.

კომენტარები