არჩევნები 2018

ვაშაძე: კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და რევოლუციის მოწყობას არ ვაპირებთ

ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და არ ვაპირებთ რევოლუციის მოწყობას, ქუჩის დაუმორჩილებლობას და ა.შ. მაგრამ ვგეგმავთ გამოვიყენოთ ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება. 

რევოლუცია და თავისუფალი აზრის გამოხატვა სხვადასხვა რამეა. მოქალაქეები შეიკრიბებიან, აზრს გამოხატავენ და შემდეგ დაიშლებიან. 

ეს [კვირის აქცია] მშვიდობიანი მანიფესტაციაა. ამჯერად უბრალოდ მინდა ვნახო, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და როგორ უჭერენ ისინი მხარს ჩვენს იდეებს. არანაირი გამწვავება, არანაირი ქვების სროლა, არც ყვითელი ჟილეტები, რაც პარიზში ხდებოდა. 

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში

კომენტარები