არჩევნები 2018

ვაშაძე: I ტურის შემდეგ სხვა პარტიების დახმარებით შევძელით 3-4 ბანერის განთავსება

ჩვენ ფული არ გვაქვს, ღარიბი პარტია ვართ. პირველი ტურის შემდეგ სხვა პარტიების დახმარებით შევძელით 3 თუ 4 ბანერის განთავსება თბილისში. მანამდე პოსტერებიც არ გვქონდა. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რადგან შეუძლებელი შევძელით ფულის გარეშე. სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდა კერძო სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს აღემატებოდა. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, კრიმინალი და მედია, გარდა რამდენიმე ინტერნეტ-პორტალისა და ოპოზიციური არხისა, ერთ-ერთი კი საარჩევნო კამპანიის დროს დახურეს კიდეც.  ამ ვითარებაში ჩვენ თითქმის 800 000 ხმა მივიღეთ, ეს იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ამ კლოუნებმა, ე.წ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 2016 წლის არჩევნებზე 

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში

კომენტარები