ხორავას ქუჩის საქმე

გახარია: მაქსიმუმს ვაკეთებდით, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში შედეგისთვის მიგვეღწია

კიდევ ერთხელ, ამ პიროვნული ტრაგედიის გამო უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა, პირველ რიგში ოჯახის და მთელი ქვეყნის მიმართ. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და იყოს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება. იყოს ობიექტური და ნდობის მაღალ ხარისხს იმსახურებდეს. ამისთვის პოლიცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, თუმცა მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს საზოგადოებაში.

ისიც კარგად მესმის, მიუხედავად ბევრი იმ ცვლილებისა, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ იყო გატარებული, ეს არ არის ნუგეში, არც ნათესავებისთვის, არც მშობლებისთვის, კიდევ ერთხელ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა.

კომენტარები