არჩევნები 2018

სააკაშვილი: ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, მშვიდად, ღიმილით, თავაწეულები

ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით შესაძლო კატასტროფაზე, კატასტროფა უკვე დადგა, ვინაიდან საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. მათ არჩევნების გაუქმების შემდეგ უკან შემოაბრუნეს ნარკოტიკების თემა, აღარ აპირებენ საბანკო კრედიტების გაუქმებას, იმიტომ რომ ჰქონიათ, ქართველი ხალხი ყველაფერს გადაყლაპავს, ყველაფერს მოითმენს. დღეს მათ ეს ილუზია უკვე გაუქრათ, ჩვენ აღარაფერს აღარ მოვითმინეთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ, მათ ეგონათ, რომ ხალხი არ იბრძოლებს და დღეს ჩვენ დავანახეთ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, მშვიდად, ღიმილით, თავაწეულები, მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს, არასდროს შევურიგდებით უსამართლობას, არასდროს დავიხევთ უკან

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე Skype-ით ჩაერთო.

კომენტარები