არჩევნები 2018

უგულავა: ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გამოსავალი პროპორციული არჩევნებია

თუ ჩვენ გვინდა, რომ შვილმკვდარი მშობლები ქუჩაში არ ეძებდნენ სამართალს, თუ ჩვენ გვინდა, რომ არ გვყავდეს გათავხედებული ჩინოვნიკები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკაზე ზრუნავდეს და არა ერთი კაცის მსახურებაზე ხელისუფლება, თუ ჩვენ გვინდა, რომ პენსიონერმა ამოისუნთქოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ფარცხალაძეები არ დაჯლიგინებდნენ და არ ატერორებდნენ ვინმეს, ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში.

პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი აი, ამ კრიზისიდან და განვითარებაზე გადასვლის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა ლეგალური საშუალება იმისათვის, რომ ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ მათ შორის მისთვისაც აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე ახლა გადასვლა და არა 2024 წელს, როდესაც ამას ქართული ოცნება გვეუბნება.

2024 წლამდე ეს სისტემა მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს. ევროპული საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის, ყველა შესაძლო აქცია იქნება, საერთაშორისო თუ შიდა მექანიზმები, დისკუსია, შეგონება გამოვიყენოთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე, რაც არის მთავარი დღის წესრიგის საკითხი

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა.

კომენტარები