არჩევნები 2018

გოგიჩაიშვილი: არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ

არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა. დღეს პროცესი მიდის, როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა ისე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილი ეს არის დევნილი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისთვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან ჩვენ არანაირი მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი," გაერთიანებული ოპოზიციის" მოთხოვნას. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან.

კომენტარები