კობახიძე: ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთია ჩვენი დღის წესრიგი. დღეს დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობას" არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთ. ველოდებით ინაუგურაციას და საპარლამენტო არჩევნებს

პირველი არხის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე "გაერტიანებული ოპოზიცის" მოთხოვნას. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები