ჩარკვიანი: ოლიგარქმა ბილბორდზე სტაფილო რომ დაახატოს, იმას აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს

აუუ, რამდენი ვართ! ამ დღეებში, ამ ხნის მანძილზე, ისეთი სიყვარული ვიგრძენი, ამას რაში გავცვლი – არაფერში. რატომ უნდა ყოფილიყო ეს აქცია. რატომ იყო აუცილებელი ეს აქცია – დღევანდელ აქციას რამდენიმე დატვირთვა აქვს; ვინაიდან ჩვენ წარმოუდგენელი საარჩევნო კანონები გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში კიდევ იყიდის მდიდარი კაცი საქართველოს, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ რომ ვთქვათ, ღირსება აყრილი არ არის ქვეყანა. ქართველები არიან ახოვანნილამაზნიტანადნინიჭიერნი, ღირსეულნი.

ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დაახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს. მე იმ ადამიანებთან პრეტენზია არ მაქვს.... ვინც აიძულეს, ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო ვდგავართ დღეს ქუჩაში. ეს აქცია ღირსების აქციაა, რადგან მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები ეს არის ხმა უმთავრესი პიროვნებისა, შენ თუ ხარ ინდივიდი, უნდა დარჩე შენი ხმის არჩევის უფლებით. დღეს საქართველოში იუველირული გეგმით, რუსული თანხა შემოედინება. ცოტა ხანში გაბანტავენ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის, რადგან საქართველოში დასვეს არალეგიტიმური რენეგატი

 

ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თაკო ჩარკვიანმა. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები