არჩევნები 2018

ვაშაძე: დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, როგორც პარტნიორები

"ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", ყველა პასუხისმგებელი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დაიწყებს ჩვენი თხოვნით, დაჟინებული და უმორჩილესი თხოვნით დაიწყებს დიალოგს იმაზე, რომ ჩვენ უკვე შევათანხმოთ საერთო პლატფორმა. ხვალიდან, არაუგვიანეს ზეგიდან, ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, როგორც პარტნიორები. არავითარ შემთხვევაში არ დავიჩემებთ, რომ ჩვენ რაღაც პრიორიტეტი გვეკუთვნის. გაერთიანებული ოპოზიცია დაიწყებს კონსულტაციებს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველამ ვისაც ესმის რომ საქართველო იმყოფება უმძიმესი კრიზისის პირობებში. ამ პარტიებმა გამოიმუშაონ პლატფორმა მოლაპარაკებების, ტაქტიკა და მოლაპარაკებების საგანი, რომ ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ ზუსტად ისევე სჭირდება მოლაპარაკება როგორც ოპოზიციას 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ "კვირის აქცენტებში"

კომენტარები