არჩევნები 2018

კობახიძე ოპოზიციის აქციაზე: ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო

ჩვენ ვნახეთ მათი "დიდი" აქცია გუშინ და ამ გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ შექმნან რაიმე დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ იქ ხდებოდა, იყო კომიკური და არასერიოზული. მათ შორის ის ინიციატივები, რომლებიც გაჟღერდა მათი მხრიდან. არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ აქვს დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

ამბობს ირაკლი კობახიძე "გაერთიანებული ოპოზიცის" მიერ ორგანიზებულ კვირის აქციაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციას არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

კომენტარები