არჩევნები 2018

ბურჯანაძე: კრიზისი რომ განიმუხტოს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ახლა ვითხოვთ რეალურად იმას, რასაც ქართული ოცნება ითხოვდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მოდიოდა იმ დაპირებით, რომ მოსვლისთანავე შეცვლიდა საარჩევნო გარემოს და სწორედ იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა რასაც ჩვენ ყველანი ვითხოვთ. რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს ქართულ ოცნებას დაავიწყდა. თუ ეს ცვლილებები არ მოხდა საქართველოში არჩევნები არასოდეს არ ჩატარდება და იქნება ყოველთვის ისეთი ფარსი, როგორიც იყო ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როცა ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყიდის და გადაიხდის მეტს და ყოველთვის შეძლებს რომ თავისთვის სასურველი შედეგი დააყენოს. იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უდაოდ არის ქვეყანაში განიმუხტოს, საჭიროა რომ ჩატარდეს, ოღონდ აუცილებლად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები