შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანენ, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს.
tbl.ge/3bkw
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაშლილ კარვებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ელექტროენერგიის მონტაჟს დაიწყებს. მიზეზი აქციის მონაწილეებისთვის უწყვეტი ელეტროენერგიის მიწოდებაა.
ამავე თემაზე
- "თუ სარალიძის პოსტი ავთენტურია, ჩემი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ" – ღარიბაშვილის ცოლისძმა
- სარალიძე: პრემიერის კრიტიკის მერე ხალხი მომიგზავნეს, ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან
- "კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე",- სარალიძისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა დასრულდა
- ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება
- სარალიძე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურორები თადუმაძეს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან