არჩევნები 2018

ვაშაძე: თბილისურად გეტყვით, მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება

ყველა ოპოზიციური პარტია სამ მოთხოვნას უჭერს მხარს - ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესების ძირეული, ფუნდამენტური, სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საუბნო კომისიამდე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

იმიტომ, რომ საქართველო ამ პირობებში ვერც პოლიტიკურად იარსებებს და ვერც ეკონომიკურად. რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში იმ უმსგავსობას ემსგავსება, რაც მეორე ტურში მოხდა.

მოვემზადოთ ოპოზიცია და მუდმივ პრესინგში ვამყოფოთ ხელისუფლება ჩვენ მოქალაქეებთნ ერთად, იმიტომ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა, რომელსაც, მაპატიეთ, თბილისურად გეტყვით, ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან. ამ ადამიანებს ასე ცხოვრება აღარ უნდათ. როდესაც 700 მილიონია გამქრალი ინფრასტრუქტურის სამინისტროდანო, „ქართული ოცნების“ მამამთავარმა ბრძანა ინტერვიუში. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 900 მილიონია წელს დაუხარჯავი. ეს ყველაფერი ეკონიმიკას აჩერებს. მოქალაქეს ასე ცხოვრება აღარ უნდა. მოქალაქეს პროფესიული მთავრობა სჭირდება და არა მთავრობა, რომელიც შერჩეულია ბიძაშვილ-მამიდაშვილობით და ნათესაობით.

ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები