არჩევნები 2018

შავგულიძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის

ჩვენი "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია შემდეგში მდგომარეობს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ნაციონალური მოძრაობა დომინირებს, აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული საარჩევნო წესით.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, ვადამდელი არჩვნების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე, მაშინ როდესაც სახეზეა ახალი პოლიტიკური გაერთიანების სულ ურო მზარდი მოთხოვნა.

IPN-ის ცნობით, თქვა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები