ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ფოცხიშვილი ინაუგურაციაზე: ცერემონია უნდა იყოს ქართულიც და ამავდროულად ევროპულიც

ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია და მადლიერი ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფში მეც ვარ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. თუმცა საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილად მიმაჩნდა და ამას მტკიცება არ სჭირდება და ჩემს ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და დიდი სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით, ვეცდები, კარგი ინაუგურაცია გამოვიდეს. შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, რადგან ბევრ ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება, სხვადასხვა ღონისძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დღეს დავიწყებთ მუშაობას. 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს წესებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინაუგურაციის ჩატარების პირობები. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები