ბერძენიშვილი: ვფიქრობ სააკაშვილი არ ჩამოვა, მისთვის დახურული სივრცე კომფორტული არაა

მე უფრო ვფიქრობ, რომ ის აქ არ ჩამოვა იმიტომ, რომ ტრაპზევე დააპატიმრებენ. საერთოდ, დახურული სივრცე მისთვის არ არის კომფორტული. ორი დღე იჯდა (ისე ვიტყვი, როგორც გასაგებია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის) კაპეზეში, უკრაინაში, წინასწარი დაკავების საკანში და პოროშენკოს მისწერა შემრიგებლური წერილი, რბილად რომ ვთქვათ და შეცდომების აღიარების [წერილი]. მე არ ვფიქრობ, რომ ის აქ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად. რომც ჩამოვიდეს, შეიძლება მე ვცდები, მე ფსონს კი არ ჩამოვდივარ, ჩემთვის ეს მთავარი კი არაა, მისი ჩამოსვლაც აქ ვერ შეცვლის რეალურად არსებითად სურათს. მე მსურს განვითარება წავიდეს უფრო დიალოგისკენ და არა ორი პოლუსისკენ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე მსჯელობდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები