არჩევნები 2018

ბერძენიშვილი: II ტურის დროს გადადგეს სალომე და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და 4 ყაჩაღი

ეს არის ერთგვარი აკვიატება, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, როდესაც პირველი ტურის წინაც მთელი რესურსი იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების და მეორე ტურის დროს გადადგეს სალომე გვერდით და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და ოთხი ყაჩაღი. ამ ვითარებაში სალომე არ არის მთავარი ადრესატი. სალომე თანამონაწილეა, მან თავი გამოაყენებინა, პასუხისმგებელი ისიც არის, მაგრამ სხვები უფრო არიან. საქართველოში ხელისუფლება როდესაც მოდის და პირველ ხანებში მას აქვს რეიტინგი, ის არ აყალბებს აჩევნებს, მაგრამ როგორც კი მას პრობლემები ექმნება, ის იწყებს არჩევნების გაყალბებას, წნეხს და ა.შ.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"

კომენტარები