არასაპარლამენტო პარტიები

კუკავა: მინდა გამოვიდე იდეით და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდო, რვიანი აღვადგინოთ

მინდა გამოვიდე იდეით და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდო, რვიანი აღვადგინოთ. ეს იყოს არა ბლოკი და კოალიცია, არამედ პარტიებს შორის თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა და რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდა. მიმაჩნია, რომ თუ ამ რვიანში არასაპარლამენტო პარტიები გაერთიანდებიან, ამ მოთხოვნებს უფრო მეტი ლეგიტიმაცია და ძალა ექნება.

უკვე ეს ორპოლუსიანი დაპირისპირება ჩიხია და ქვეყანას მესამე, ჯანსაღი ცენტრის გაჩენა სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ პროცესში კონსტრუქციული ელემენტის შემომტანი იქნება.

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული ჯგუფი შეიკრიბება, რვიანი იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც არც ერთ ბანაკში არიან და არც მეორეში. შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ეს ძალიან დიდი ჯგუფი არ იყოს. ვაპირებ, ამ ფორმატში მოვიწვიო ყველა პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისა". ვინ მოვა და ვინ არა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან გულთმისანი არ ვარ

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა პირველი არხის გადაცემაში "მოამბე-დღის თემა"

კომენტარები