არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე: მომხრე ვარ, სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი ევროპულ ფორმად

კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

კომენტარები