არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე: ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის

იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი.

ამბობს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

კომენტარები