სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ყოფილმა საბჭოთა დიპლომატმა სცადა ჩირქი მოეცხო ყველაფრისთვის რასაც წარმოვადგენ

მწარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემმა ოპონენტმა, მოსკოვში განათლება მიღებულმა ყოფილმა საბჭოთა დიპლომატმა, სცადა ჩირქი მოეცხო ყველაფრისთვის, რასაც წარმოვადგენ, მათ შორის ჩემი პატრიოტიზმის და პრო-დასავლურობისთვის. ახლა ჩემზეა, რომ გავაერთიანო ეს ქვეყანა. მე შევეცდები დავაცხრო პარტიული დაყოფა და სხვა დაძაბულობა ხალხში და გავაუმჯობესო ჩვენი დემოკრატიული პროგრესი. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა. მადლიერი ვარ იმათიც, ვინც ხმა არ მომცა, რადგან დემოკრატიულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პირობას ვდებ, რომ ვიქნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინდივიდის თავისუფლების და კანონის უზენაესობის გარანტი. ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მმართველობისას უფრო ავტორიტარული გახდა. მე გამოვიყენებ ჩემთვის მონიჭებულ ყველა ძალას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს დემოკრატიული კურსი და არ დაუშვას, რომ ვინმეს მხრიდან ჩვენი თავისუფლებით სპეკულაცია. ამ არჩევნებმა აჩვენა კიდევ ერთი ნახტომი საქართველოსათვის. მაგრამ კამპანიის ხარვეზები გვახსენებს, რომ პროგრესი კვლავ საჭიროა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და გავხდეთ ევროპული დემოკრატია.

წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Financial Times-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები