სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: საქართველოს უფრო მიმზიდველს გავხდი ქართველებისთვის და არაქართველებისთვის

საქართველოს უფრო მიმზიდველს გავხდი - ქართველებისთვისაც და არა-ქართველებისთვისაც. ბევრი ახალგაზრდა მიჰყვება განათლებას და შემდეგ საქმდება საქართველოს გარეთ. მე ჩემს ჯგუფთან ერთად შევეცდები შევაჩერო ეს დინება და წავახალისო ინიციატივები ახალგაზრდობასა და სახელმწიფოს შორის კავშირის გასაღრმავებლად. ჩვენ სახელმწიფო დაფინანსებას გამოვიყენებთ, რათა ხელი შევუწყოთ საზღვარგარეთ განათლება მიღებული ახალგაზრდების ღირსეულ დაბრუნებას, რათა მათ ჩამოიტანონ თავიანთი ცოდნა და ჩაერთონ სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩემი ლიდერობით მჯერა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს როგორც ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა პროგრესული, დასავლური ღირებულებებით. ჩვენ კვლავ ვიქნებით შუქურა რეგიონში. ჩვენ ვიღწვით იმის საჩვენებლად, რომ ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს კავკასიაში სახლი აქვს. ევროპული აღზრდის მქონე ქალი პრეზიდენტის არჩევით ქვეყანამ დემოკრატიას, ტოლერანტობას და სტაბილურობას მისცა ხმა. საქართველო ევროპის ლიბერალური იმედია.

წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Financial Times-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები