სახალხო დამცველი

ვაშაძე: ლომჯარიამდე საქართველოს გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ლომჯარიამდე საქართველოს გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე უჩა ნანუაშვილი, ვისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. გაცილებით სწრაფად, მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა ხოლმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და პრობლემების მოგვარებაში თვითონ ერთვებოდა. ვფიქრობ, დღეს დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი

საერთოდ, ამ ქალბატონს ახასიათებს ხოლმე იმის თქმა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები ორივე მხრიდან იყო. უკაცრავად, რა? ამ არჩევნებზე მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების ამ მასობრივ დარღვევებზე საუბრობდეს. რა ორივე მხარე, რის ორივე მხარე. ზეგავლენა ჩვენ გვქონდა? საარჩევნო ჯიხურებთან ჩვენ ვიდექით იქ ადამიანებს რომ აიძულებდნენ შემოეხაზათ? სამწუხაროდ, ამ ქალბატონს ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს

გიორგი ვაშაძე სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პასუხობს.

კომენტარები