საკადრო ცვლილებები

კობახიძე: ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებები არ განიხილება, ენმ ცდილობს აქცენტის გადატანას

ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარს საფუძველი არ აქვს. ბუნებრივია, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას აქვს იმის სურვილი და ინტერესი, რომ აქცენტი  გადაიტანოს სხვა რაღაცეებზე, აქედან გამომდინარე, გვესმის ჩვენ ეს სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შესაძლო საკადრო ცვლილებებზე.

კომენტარები