უფლებადამცველები

ნანუაშვილი: საქართველოში უფლებადამცველებსაც უჭირთ მუშაობა, გარკვეულწილად ზეწოლაა მათზეც

ნამდვილად გამოჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ დამოუკიდებელი აქტორები არ იყვნენ მოსაწონი ხელისუფლებისთვის, ეს არ არის ახალი ტენდენცია, იყო წინა წლებშიც იგივე სახალხო დამცველზე განხორციელებული მსგავსი ზეწოლა ანუ ხელისუფლება დაინტერესებული იყო, სამწუხაროდ, ერთგვარად გაეკონტროლებინა დამოუკიდებელი აქტორები, დამოუკიდებელი . დამკვირვებლები. დღეს ვხედავ, რომ საქართველოში, უფლებადამცველებსაც უჭირთ მუშაობა, ისინიც გარკვეულწილად ზეწოლის და დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან

თქვა ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა უფლებადამცველთა დღეზე, რომელიც საქართველოში დღეს პირველად აღნიშნეს.

კომენტარები