პრეზიდენტის ინაუგურაცია

ნათელაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე: სად ერეკლე, სად სალომე

მე მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება 2 თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, რომ პრეზიდენტი ე.წ. გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან სდებს ფიცს. არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე აი ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე.

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე II-ს სასახლის ტერიტორიაზე,16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები