მარშის აქცია

კანდელაკი მარშზე: ოცნება და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება ერთი და იგივეა

დღეს საზოგადოება სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირების მოწმეა, რაც არის კანონდარღვევა რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, რომ რეალურად ეს არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ქმედება, რეალურად ამ ყველაფერს ჩადის ქართული ოცნება, იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანოს, თუნდაც საზოგადოების ნაწილი, რომ ეს ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც ჩადის კანონდარღვევას თითქოს და არის ოპოზიცია. ივანიშვილს სურს რომ ჰყავდეს მართული ოპოზიცია. იმისათვის, რომ ეს, ამ შემთხვევაში, პრორუსული ოპოზიცია გამოიყენოს რეალური პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ. მაგრამ მთელმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზეც და მანამდეც იხილა, რომ ქართული ოცნება და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება არის ერთი და იგივე და მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სახეს დღეს. 

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ქართული მარშის მიერ დღეს მოწყობილ აქციაზე, რომლებმაც იუსტიციის სახლის პიკეტირება მოახდინეს და საკონსტიტუციოს მიერ უცხოლებეზე მიწის გაყიდვის მორატორიუმის გაუქმება გააპროტესტეს.

კომენტარები