გიგა ბოკერია

ბოკერია: ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას კაბელი უნდა გამოცვალოო

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. სერიოზულად არავინ არ განიხილავს ამ გადაადგილებებს. ჩვენ ვართ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის გუნდმა შეიყვანა , მთელი თავისი პოლიტიკის შედეგად და განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე პირველი და აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები