გურამ კაშია

გურამ კაშია: ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა

აქ რომ დამპატიჟეს, ამანაც გამაოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ შეიძლებოდა ვყოფილიყავი. დღეს პრეზიდენტმა დამაჯილდოვა. სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის

განაცხადა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენის გადაცემის შემდეგ

კომენტარები