ბაღათურია: გუშინ მოვახერხეთ, რომ არცერთი ნაკვეთი არ გაყიდულა ირანელებზე და თურქებზე

ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრება ქართული მიწის გაყიდვის ხარჯზე. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ღვთის წყალობით და ხალხის მხარდაჭერით ჩვენ გუშინ მოვახერხეთ, რომ არცერთი ნაკვეთი არ გაყიდულა ირანელებზე და თურქებზე და ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა მოამზადეს 2,500 პაკეტი, რაშიც, ჩვენი ინფორმაციით წინასწარ არის ნაწილი ფული აღებული და ელოდებაინ ახლა მეორე, დიდი ნაწილი ფულის აღებას გადმოფორმების შემდეგ. ჩვენ ეს უნდა ჩავშალოთ. მაპატიეთ ცოტა აგრესიული გამოთქმისთვის, მაგრამ აქ უნდა წაიტეხონ კისერი კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა და ეს მოხდება იმ ჩემთხვევაში, თუ ხალხის დიდი რაოდენობა იქნება იუსტიციის სახლთან.

თქვა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ,სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ გუშინ საქართველოს მასშტაბით, სასოფლო სამეურნეო მიწა არც ერთი უცხოელის სახელზე არ დარეგისტრირებულა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები