ეკონომიკის მინისტრი: მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი უკვე დაინგრა

ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, პურის ფასი არ რეგულირდება, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა უკვე. აქამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ვერ ვხედავდით, დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით. ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით, თუ იქნება პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ...

მაგალითად, [თუ] მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასებმა აიწია, ჩვენ პურის ფასში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო მოხდა ფასის მატება, რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში

პირველი არხის ცნობით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პურის ფასის გაძვირებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები