არჩევნები 2018

კილაძე: სააკაშვილი მიუღებელი ფორმებით ცდილობს ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს

ქალის მიმართ ასეთი გამონათქვამები არის წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი, რაც არ უნდა არ მოგწონდეს შენი ოპონენტი და არ ეთანხმებოდე, პიროვნული შეურაცხყოფა ეს არის ყოვლად მიუღებელი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არც აშშ-ში, ასეთი სიტყვებით, მითუმეტეს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ მიმართავენ. თუმცა, სააკაშვილი რაც არის ისეთნაირად ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მიუღებელი ფორმებით მიაყენოს ადამიანებს შეურაცხყოფა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიხეილ საკაშვილის გუშინდელი განცხადებების შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მახინჯი თოჯინა უწოდა და საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდა.  

კომენტარები