მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი

ჯაფარიძე: ქართული მიწის ყიდვაზე რომ რიგი იდგეს, თეთრები არ ეღირებოდა

არავითარი საფრთხე არ არსებობს, სინამდვილეში ეს ყველაფერი არის რაღაც ირაციონალური შიშები ან გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან წამოჭრილი თემები, რომლებსაც იყენებენ იმისთვის, რომ გაცოცხლდნენ პოლიტიკურ სივრცეში.

სინამდვილეში არანაირი რიგი არ დგას უცხოელების მხრიდან საქართველოში მიწის შესყიდვაზე. ქართული მიწის ყიდვაზე რომ რიგი იდგეს, ქართული მიწის ფასი იქნებოდა არა თეთრები, როგორც ახლა არის, არამედ ეღირებოდა ძალიან ძვირი, ისე როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მიწას, როგორც აქტივს, მართლა აქვს ფასი, რადგან მასზე არის მაღალი მოთხოვნა. საქართველოში მიწაზე ძალიან დაბალი მოთხოვნაა და მიწების უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელია. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში, დაუმუშავებელი მიწების ფართობები იზრდება, მიწა სინამდვილეში არავის არ სჭირდება

"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე გადაცემაში "რეაქცია", მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის გაუქმების შესახებ.

კომენტარები