დაპირისპირება პარლამენტში

პაპუაშვილი ოპოზიციას: რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ

54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, ბოლოსდაბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციაზე, რა უნდა მოაწყოთ, თქვით. რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ, ორი საათია, ვუსმენ კაცს, [ნიკა მელიას] რომელიც ყეფდა, რა ამოსდიოდა პირიდან, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ? რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ. კრიტიკული აზრი უნდა თქვათ და ვიღაცას აქვს ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას არ აქვს. თქვენ რაღა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, 800-ჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ დედამიწის ზურგზე, აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ. სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, საჩხუბი მოედანიც არ არის, წესიერად რომ კაცმა იჩხუბოს. ზის კაცი ყეფს, არ შეიძლება პირადი შეურაცხყოფა ადამიანის

უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის სესიაზე ირმა ინაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირების შემდეგ.

კომენტარები